Accessibility links

რუსეთმა გაეროს სასამართლოს გამოუცხადა, რომ მას უკრაინის საკითხის განხილვის იურისდიქცია არ გააჩნია


რუსეთმა განუცხადა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში, რომ სასამართლოს არ გააჩნია იურისდიქცია, გამოსცეს დადგენილება, რომლის ძალითაც უკრაინა ცდილობს სეპარატისტებისთვის რუსეთის მხრიდან დახმარების გაწევის შეჩერებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტის დირექტორმა, რომან კოლოდკინმა სასამარლოს განუცხადა, რომ აშკარაა, ეს თემა სასამართლოს იურისდიქციას ცდება. წინა დღით უკრაინის წარმომადგენელმა იურისტებმა ბრალად დასდეს რუსეთს, რომ „უკრაინის მოქალაქეთათვის შეუძლებელია საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოდ არსებობა“. სასამართლო უსმენს ორივე მხარეს, პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც, თუმცა განაჩენი საბოლოო და იურიდიული ძალის მქონე, გადაწყვეტილების განხორციელების იძულებითი ფორმა, არ არსებობს. კიევი რუსეთს ადანაშაულებს გაეროს ანტიტერორისტული კონვენციის დარღვევაში და დისკრიმინაციაში, აღმოსავლეთ უკრაინაში და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერის სახით.

XS
SM
MD
LG