საქართველო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მარტვილის მიტროპოლიტი პეტრე, რომელმაც ბოლო ხანს საჯაროდ ამხილა ეკლესიის შიგნით არსებული „ორხელისუფლებიანობა“ და კორუფცია, გაათავისუფლეს საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან. "გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. ჩემი რეაქცია არის ძალიან მშვიდი. როგორც სულ ვამბობდი, მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც დასძინა, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე მისი ბოლოდროინდელი აქტიურობის გამო უსაყვედურეს. სასულიერო პირმა „მიკერძოებული“ უწოდა სინოდის სხდომას, რომელზეც უმთავრესი საკითხი იყო მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ღიად დაადანაშაულა „კლანურ მმართველობაში“ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელსაც მღვდელმა, „რუხი კარდინალი“ უწოდა.
ყველაზე პოპულარული
1