Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ერთმანეთს ხვდებიან რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები


მოსკოვში დაიწყო მოლაპარაკებები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის, რომელმაც შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის „სწრაფი ტემპებით ხდება“ ურთიერთობების მოწესრიგება. წინასწარი ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგშია, საომარი კონფლიქტები სირიასა და ერაყში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფონია დაძაბულობა ანკარასა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის. ცოტა ხნის წინ, ერდოანმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ხელისუფლება და „ნაციზმს“ შეადარა გერმანიის რამდენიმე ქალაქში თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგების ჩატარების მცდელობის აკრძალვა ბერლინის მიერ. გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგებში, რომლებიც მიზნად ისახავდნენ თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმის პოპულარიზებას ევროპაში, მონაწილეობა უნდა მიეღოთ თურქეთის რამდენიმე მინისტრსაც.

XS
SM
MD
LG