Accessibility links

თბილისი აცხადებს, რომ საოკუპაციო საზღვართან მომხდარი „გაუგებრობა“ მოგვარებულია


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ცხინვალთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან ქართველი სამართალდამცველის გატაცების ან დაკავების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უკანონო საზღვრის დაცვას ახორციელებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი თორნიკე აბლოთია გაიტაცეს. „ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც უკვე მოგვარებულია“, - განუცხადეს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში.

XS
SM
MD
LG