Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მომხსენებელი აღწერს ირანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას


გაეროს მომხსენებლის ხელთ არსებული მონაცემებით, ირანში რეფორმისტულ ძალებზე ზეწოლას ახდენენ, დაკავებულებს აწამებენ და „საგანგაშოდ“ მაღალია სიკვდილით დასჯის შემთხვევები. ირანში ეს დარღვევები ასახულია ირანის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის, ასმა ჯაჰანგირის ანგარიშში, რომელიც მან 13 მარტს წარუდგინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. ჯაჰანგირი არ შეხებია უშუალოდ, არჩევნებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ სამი ოპოზიციონერი, რომელმაც საჯაროდ გამოთქვა დაეჭვება 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, თითქმის ექვსი წელია შინა პატიმრობაში იმყოფება. მათთვის ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ. გაეროს მომხსენებელი აღნიშნავს აგრეთვე, რომ გასულ წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს, სულ ცოტა, 530 ადამიანი, წელს კი უკვე 156 კაცი.

XS
SM
MD
LG