Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნია ნაყეური და ნიკა კაკაშვილი „რუსთავის აზოტის“ მუშებისა და „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეთა შესახებ


14 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნიკა კაკაშვილი, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი, და ნია ნაყეური, "საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების" იურისტი. მათ "რუსთავის აზოტის" გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელსა და "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების მდგომარეობაზე ილაპარაკეს. ნია ნაყეურის თქმით, „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული 57 თანამშრომლის სარჩელი სასამართლოში 14 მარტს შევა. კოლექტიური სარჩელის ავტორები კომპენსაციის გადახდასა და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვენ. „რუსთავის აზოტის“ 350 თანამშრომელი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს. თანამშრომელთა ნაწილი კომპენსაციის სახით ხელფასის სამმაგი ოდენობის მიღებაზე დათანხმდა, დანარჩენებმა კი გადაწყვიტეს, კომპანიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დავა სასამართლოში გააგრძელონ. რაც შეეხება დამწვარი სავაჭრო ცენტრის, „ბავშვთა სამყაროს“, მოვაჭრეების პროტესტს, ისინი ხელისუფლებისგან კომპენსაციას და ალტერნატიულ სავაჭრო ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ. ამასთან, გრძლდება ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება.

XS
SM
MD
LG