Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე მინესაშვილი რელიგიისა და რბილი ძალის შესახებ სამხრეთ კავკასიაში


15 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო სალომე მინესაშვილი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევარი. მან ილაპარაკა რელიგიისა და რბილი ძალის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში. სალომე მინესაშვილის თქმით, რუსეთის რბილ ძალას სამხრეთ კავკასიაში ზურგს უმაგრებს არა მხოლოდ იდეოლოგია, რუსეთთან კარგი ურთიერთობის პოლიტიკა, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. იდეოლიგიის გარდა, ის ემყარება პოლიტიკურ ინტერესებსაც, ანუ, ფაქტობრივად, ის იდეოლოგიისა და პოლიტიკური ინტერესების კომბინაციაა და ეს ქმნის რბილი ძალის განხორციელების საფუძველს, მაგრამ ეს პოზიციებიც ცვალებადია ხოლმე და რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობაც არ არის ყოველთვის ჰარმონიული, ეკლესიაზეც მოქმედებს გარემო ფაქტორები და ასევე შიდა საზოგადოებრივი განწყობები.

XS
SM
MD
LG