Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემი ხმა საზოგადოებაში“ და დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეული


17 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მირანდა ძიძიგური, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ წარმომადგენელი, ლექსო ფოდიაშვილი, თვითადვოკატი, დაუნის სინდრომის მქონე პირი, და შუქია ჭინჭარაული, კავშირ "ჩვენი ბავშვების" გამგეობის წევრი. მათ ისაუბრეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. კავშირი „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეექვსედ აღნიშნავს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს საქართველოში. 2017 წლის გზავნილიდან გამომდინარე, კამპანიის მოქმედი პირები თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არიან. ისინი საუბრობენ თავიანთი უფლებების თაობაზე, კვირეულის ძირითადი მიზანი კი საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრების ხელშეწყობაა. წლევანდელი გზავნილია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“.

XS
SM
MD
LG