Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოკუმენტების თანახმად, რუსეთმა 67,000 დოლარი გადაუხადა თეთრი სახლის ყოფილ მრჩეველს, ფლინს


უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს რუსულმა კომპანიებმა 67,000 დოლარზე მეტი გადაუხადეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე - იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებიც 16 მარტს დემოკრატმა კონგრესმენმა გამოაქვეყნა. მერილენდის შტატის წარმომადგენელმა, ელაია კამინგსმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა თხოვნით წარმოედგინათსრული ინფორმაცია ფლინის კონტაქტების შესახებ უცხოეთის მთავრობებთან და ინტერესებთან. დოკუმენტები აჩვენებს, რომ ფლინმა 33,750 დოლარი მიიღო რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-სგან, 2015 წლის დეკემბერში მოსკოვში ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის - რამდენიმე თვით ადრე, სანამ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი ოფიციალურად გახდებოდა. კამინგსის თქმით, RT-სთან ფლინის ურთიერთობა შესაძლოა წარმოადგენდეს დარღვევას საკონსტიტუციო პრინციპისა, რომელიც უცხოეთის მთავრობებისგან საჩუქრების მიღებას კრძალავს. ტრამპმა ფლინი გასულ თვეში გაათავისუფლა ეროვნული მრჩევლის პოსტიდან - მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან, არმიის ყოფილმა ლეიტენანტმა, აშშ-ში რუსეთის ელჩთან თავისი საუბრების შესახებარასწორი ინფორმაცია მიაწოდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და თეთრი სახლის სხვა წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG