Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში 3 აპრილისათვის გადაიდო მოსმენა სეპარატიზმის მხარდაჭერაში ბრალდებული ჟურნალისტის საქმეზე


ყირიმში, რომელიც უკანონოდ აქვს მიერთებული რუსეთს, დაიწყო ადგილობრივი ჟურნალისტის, ჩვენი რადიოს კორესპონდენტ მიკოლა სემენას სასამართლო პროცესი. სხდომის დაწყებამდე სემენამ, რომელიც სეპარატიზმის მხარდაჭერაშია ბრალდებული, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანაშაული არაფერში მიუძღვის. რუსეთის ხელისუფლება სემენას სეპარატიზმისაკენ მოწოდებაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც მან 2015 წელს დაწერა სტატია ჩვენი რადიოს ვებსაიტის, "კრიმ.რეალიისთვის". იუწყებიან, რომ სასამართლომ 3 აპრილისთვის გადადო მოსმენა სემენას საქმეზე. მოსმენა მას შემდეგ გადაიდო, რაც დაცვის მხარემ მოითხოვა სხდომის უფრო დიდ დარბაზში გამართვა, რახან ყველა მსურველი ჟურნალისტი ვერ დაესწრო 20 მარტის სხდომას. სიმფეროპოლში სემენას სასამართლო პროცესის დაწყების ფონს ქმნის საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდება რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს ჟურნალისტის სამართლებრივი დევნა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სემენას, რომელიც 66 წლისაა, ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის უკანონო ანექსია.

XS
SM
MD
LG