Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერთან


დღეს მოსკოვში გაიმართება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ლეონიდ თიბილოვთან. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინი და თიბილოვი განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხებს, პირველ ყოვლისა, ეკონომიკის სფეროში და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე საუბარს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებისას პუტინი და თიბილოვი იმსჯელებენ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების გაერთიანებას. შესაბამისი შეთანხმების გაფორმების განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 14 მარტს გამოსცა.

XS
SM
MD
LG