Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ახსნა-განმარტებას სთხოვს ისრაელის ელჩს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 17 მარტს მან დაიბარა ისრაელის ელჩი გარი კორენი, რათა შეშფოთება გამოეხატა და ახსნა-განმარტება მოეთხოვა სირიის ქალაქ პალმირაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის რაიონში, ისრაელის მიერ გასულ კვირაში განხორციელებული საჰაერო იერიშების თაობაზე. რუსეთმა, რომელიც სირიის სამოქალაქო ომში მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას, მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალების წევრმა 180-ზე მეტმა ჯარისკაცმა დაიწყო განნაღმვითი სამუშაოები სირიის უძველეს ქალაქ პალმირის ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე. საჰაერო დარტყმების თავიდან აცილების მიზნით, მოსკოვმა და ტელ-ავივმა აამოქმედეს ერთობლივი „ცხელი ხაზი“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის თქმით, მოსკოვს სურს, „ამ არხმა ეფექტიანად იმუშაოს“, და აღარ მოხდეს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ „ვინ რას აკეთებს“. ისრაელის სამხედრო ავიაციამ 17 მარტს განახორციელა რამდენიმე დარტყმა, რაც პასუხად მოჰყვა სირიის მიერ რაკეტის გაშვებას.

XS
SM
MD
LG