Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი


მოსკოვში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ნიკოლაი ვოლკოვი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ანონიმი ოფიციალური პირისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვოლკოვი 27 მარტს მოკლეს. პოლიციის ვარაუდით, მკვლელობის მოტივი გაძარცვა იყო და არ უკავშირდებოდა ვოლკოვის სამსახურებრივ საქმიანობას.

XS
SM
MD
LG