უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოში დააკავეს უკრაინის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, კიევის მიერ ინტერპოლით ძებნილი იგორ კირიუშინი. მას ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობისას ეკავა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. საქართველოს შსს-ს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტერპოლის თბილისის ბიუროს და სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციიდან შემოსვლისას, თბილისის აეროპორტში დააკავეს კიევის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, დაკავებულ პირს ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების მითვისება-გაფლანგვა. საქართველოს შსს-ს განცხადებით, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები.
იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოში დააკავეს უკრაინის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი
ყველაზე პოპულარული
1