Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვის შედეგებით, რუსების ორ მესამედზე მეტი ხედავს კორუფციაში პუტინის პასუხისმგებლობას


რუსეთში ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულების ორ მესამედზე მეტი ფიქრობს, რომ „მთლიანად“, ან „მნიშვნელოვანწილად“ პრეზიდენტ პუტინზეა პასუხისმგებლობა ქვეყანაში გავრცელებული კორუფციის გამო. გამოკითხვა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, „ლევადას ცენტრმა“. კვლევის 28 მარტს გამოქვეყნებული შედეგებით, გამოკითხულების 79% ფიქრობს, რომ კორუფცია „მთლიანად“ ან „მნიშვნელოვნად“ არის მოდებული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე. ამასთან მხოლოდ 6% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ პუტინი სერიოზულად არ შეებრძოლება კორუფციას, რადგან კორუფცია თავად პუტინის პირად ინტერესებთან არის დაკავშირებული. 26 მარტს რუსეთში ათიათასობით ადამიანი გავიდა აქციებზე კორუფციის გასაპროტესტებლად.

XS
SM
MD
LG