Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიტვის რესპუბლიკაში


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიტვის რესპუბლიკაში. პრეზიდენტის თანმხლებ დელეგაციაში მისი ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად არიან ეთნიკურად ოსი და აფხაზი მოქალაქეები, თამაზ გათიკაევი და ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი. მათ უვიზოდ გადაკვეთეს ევროკავშირის წევრი ლიტვის საზღვარი. „ეს არის სიმბოლური გზავნილი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, რომ მათთვისაა ყველა სიკეთე, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს“ - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა. გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში შეხვდება ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს. დაგეგმილია შეხვედრები ლიტვის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

XS
SM
MD
LG