Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატს წარედგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია


აშშ-ის სენატს წარედგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია რუსეთის სამხედრო ინტერვენცია და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რეზოლუციის ინიციატორები არიან აშშ-ის კონგრესის „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარეები, სენატორები როჯერ უიკერი და ბენ კარდინი. "რუსეთის მთავრობა დიდი ხანია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა განაცხადოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების მიწების მიტაცებას და რუსეთმა უნდა უზრუნველყოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება“ - განაცხადა სენატორმა, როჯერ უიკერმა. რეზოლუციის პროექტის თანახმად, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა უხეშად არღვევს „ჰელსინკის აქტის“ მთავარ პრინციპს. რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ძლიერი პარტნიორია. ამის მაგალითად მოყვანილია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და აღნიშნულია, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა კონსტრუქციული ურთიერთობების დასტურია.

XS
SM
MD
LG