Accessibility links

მაიკლ ფლინის ახალი დოკუმენტები მიუთითებს აქამდე უცნობ, რუსეთთან დაკავშირებულ გადარიცხვებზე


თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტების თანახმად, მაიკლ ფლინმა, აშშ-ის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა უშიშროების საკითხებში, პირველ ჯერზე გამოქვეყნებულ ფინანსურ დოკუმენტებში არ განაცხადა თანხების მიღება რუსეთის სატელევიზიო ტელეარხისგან და ერთ-ერთი ფირმისგან. ახალ დოკუმენტებში, რომლებიც საჯარო 1 აპრილს გახდა, მოტანილია ინფორმაცია ფლინის საჯარო გამოსვლების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო არხ RT-ზე და ვოლგა-დნეპრის ავიახაზების ღონისძიებაზე. საბუთებში არ ჩანს რა თანხა მიიღო ფლინმა ამ გამოსვლებისთვის, თუმცა ეს გამოსვლები მოტანილია კატეგორიაში „5000 დოლარზე მეტი კომპენსაცია წელიწადში“. ფლინის ადვოკატი აცხადებს, რომ დოკუმენტების პირველ პარტიაში საჯარო გამოსვლების ჰონორარი ერთიანად იყო მოტანილი, რომ ის წინასწარი ვერსია იყო და დეტალური ინფორმაცია იმის გამო არ გამოქვეყნდა, რომ ფლინმა რამდენიმე დღეში დატოვა ხელისუფლების რიგები. ფლინი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოსტიდან 13 თებერვალს გაათავისუფლა - ამ თანამდებობაზე მხოლოდ 24 დღის განმავლობაში მუშაობის შემდეგ. ტრამპის თქმით, ფლინის გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ მან ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან იცრუა თავის საუბრებზე აშშ-ში რუსეთის ელჩთან, აშშ-ში პრეზიდენტების შეცვლის პერიოდში.

XS
SM
MD
LG