Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა მრჩევლად დაინიშნა მარია გაიდარი, რომელიც ოდესაში სააკაშვილის მოადგილე იყო


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლად დანიშნა წარსულში რუსეთში მოღვაწე პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი აქტივისტი, მარია გაიდარი. 34 წლის გაიდარი ოდესაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობის დროს მისი მოადგილე იყო. მარია გაიდარის მამა, რეფორმების მომხრე ეკონომისტი ეგორ გაიდარი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო 1992 წელს, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს. მარია გაიდარმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და იმავე წლის ივლისიდან 2016 წლის მაისამდე მუშაობდა ოდესის გუბერნატორის მოადგილედ. მოგვიანებით ის სააკაშვილის გუნდში რჩებოდა მის მრჩევლად. რუსეთში გაიდარი იყო კიროვის ოლქის გუბერნატორის მოადგილე.

XS
SM
MD
LG