Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ახალი, ე.წ. მოსმენების კანონი


პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ და „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი, ე.წ. მოსმენების კანონი. პარტიების წევრებმა და მხარდამჭერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს ინდივიდუალური სარჩელებით მიმართეს. ისინი ასაჩივრებენ კანონის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნით მოსმენა-მიყურადების უფლებამოსილი ორგანო, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო დარჩა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანა მიმდინარეობს კამპანიის, „ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში. კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ეს შენ გეხება“-ს ვებსაიტსა და ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე დღის წინ განათავსეს ელექტრონული სარჩელების ფორმა, რომლის შევსება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მათ, ვინც ამ ფორმით გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი, ელექტრონული სარჩელები დღეს 18 საათამდე უნდა ჩააბარონ თბილისში, ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისს, ბათუმში „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ოფისს და ქუთაისში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისს.

XS
SM
MD
LG