Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოკჰოლმის ცენტრში სატვირთო მანქანა შევარდა ხალხში. არის მსხვერპლი


სტოკჰოლმის ცენტრში სატვირთო მანქანა შევარდა ხალხში. როგორც იუწყებიან, დაიღუპა სულ ცოტა სამი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. პოლიციის ცნობით, მას მიღებული აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია სროლის შესახებაც. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტს განიხილავენ, როგორც სავარაუდო ტერაქტს, თუმცა ჯერ არ დაუდგენიათ მომხდარის მიზეზები. ცნობების თანახმად, სატვირთო მანქანა შეიჭრა სავაჭრო ცენტრში, რომელიც ფეხით მოსიარულეთა ზონასთან მდებარეობს. ინციდენტის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდოს სტოკჰოლმის ცენტრში მისვლას.

XS
SM
MD
LG