Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი იმედგაცრუებულია რუსეთის რეაქციით, მაგრამ არ აკვირვებს ის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია“ რუსეთის რეაქციით სირიაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე, მაგრამ ამავე დროს „არ გაჰკვირვებია“ ეს. მოსკოვმა დაგმო აშშ-ის მიერ 7 აპრილს სირიის სამხედრო ბაზის დაბომბვა და მას უწოდა „აგრესიის აქტი“ და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. რუსეთის თქმით, იგი გაწყვეტს სირიაში აშშ-ის სამხედროებთან კომუნიკაციის არხებს და სირიას დაეხმარება სამომავლო საჰაერო იერიშების მოგერიებაში. „მე იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პასუხით, ვინაიდან, ეს პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი აგრძელებენ [ასადის რეჟიმის] მხარდაჭერას“, - განაცხადა ტილერსონმა, რომელიც მომავალ კვირაში მიემგზავრება მოსკოვში პირველი ოფიციალური ვიზიტით. პარასკევს აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამხედრო ბაზაზე შაირათში. ვაშინგტონმა 59 „ტომაჰოკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. იგი აცხადებს, რომ ასადის რეჟიმმა სწორედ ეს ავიაბაზა გამოიყენა ქიმიური იერიშის განსახორციელებლად ქალაქ ხან-შეიხუნში. ქიმიური იარაღის გამოყენებას, სულ მცირე, 86 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დამასკი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG