Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ერთი დღე დარჩა სადაოდქცეულ რეფერენდუმამდე


თურქეთში მთელი ძალით მიმდინარეობს წინასაარჩევნო სამზადისი 16 აპრილს სადაოდქცეული რეფერენდუმისათვის, რომელმაც, ჩანაფიქის თანახმად, უნდა გააძლიეროს პრეზიდენტის ძალაუფლება და შეცვალოს ქვეყნის მმართველობითი სისტემა. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობა მზად არის დაუჭიროს მხარი რეფერენდუმზე გამოტანილ ცვლილებებს. 15 აპრილს, რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტამბულში შეკრებილ მომხრეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ „16 აპრილს დაასრულებს იმ სამუშაოს, რაც მან 15 ივლისის შემდეგ დაიწყო“. რეფერენდუმი ტარდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ხელისუფლებამ შემოიღო შარშანდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. არშემდგარი პუტჩის შემდეგ დაწყებული რეპრესიების შედეგად, ქვეყანაში დააპატიმრეს ათასობით სამხედო, მოსამართლე, პედაგოგი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. სახელმწიფო ტელეკომპანია „თიარტის“-სთან ინტერვიუში, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 14 აპრილს განაცხადა, რომ რეფერენდუმის შემდეგ იგი აპირებს გადასინჯოს ურთიერთობა ევროკავშირთან, რომლის ცალკეულ ქვეყნებთან- გერმანიასთან და ნიდერლანდთან, ანკარას უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა სადაოდქცეული რეფერენდუმის გამო, რომელსაც ევროპაში უკვე უწოდეს თურქეთში ავტოკრატიული მმართველობის დაკანონების მცდელობა.

XS
SM
MD
LG