Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგები კანონიერია


თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ კანონიერია 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ დღის ბოლოს გამოაცხადა შედეგი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ ცვლილებებს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 51.3%-მა. გარდა იმისა, რომ ცვლილებები გულისხმობს 18 საკონსტიტუციო შესწორებას, ერდოანს ეძლევა უფლება 2029 წლამდე დარჩეს თურქეთის ხელისუფლების სათავეში. რეფერენდუმთან დაკავშირებულ სამართლებრივ დარღვევებზე მიუთითებს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომლის წარმოადგენელთა თქმით, ხმის მიცემის პროცესში გამოიყენეს გაყალბებული ბიულეტენები. ოფიციალური მონაცემებით, ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ გამოვლინდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საპარლამენტო მმართველობიდან საპეზიდენტო მმართველობის რეჟიმზე გადასვლას დაეთანხმა 24.9 მილიონი ამომრჩეველი, მის წინააღმდეგ კი ხმა მისცა 23.6 მილიონმა მოქალაქემ. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 11-12 დღეში. ერდოანმა მადლობა გადაუხდა თურქეთის მოქალაქეებს რეფერნდუმში მონაწილეობისთვისდა აღნიშნა, რომ „მთელი ქვეყანა ზეიმობს". მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რასაც რეფერენდუმის შემდეგ ხელისუფლება გადადგამს, „სიკვდილით დასჯის“ ხელახლა ამოქმედება იქნება, რითაც თურქეთს ავტომატურად ეჭრება გზა ევროკავშირისაკენ. თურქეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა 2004 წელს, ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG