Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, დროა დაიწყოს „მწვავე“ დისკუსიები რუსეთთან


ეროვნული უშიშროების საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლის ჰერბერტ მაკმასტერის განცხადებით, დროა დაიწყოს მწვავე დისკუსია რუსეთთან, მისი მხარდაჭერის გამო სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის „საშინელი“ მთავრობისადმი. ამის შესახებ მაკმასტერმა გუშინ უთხრა ამერიკის სატელევიზიო არხს „ეი-ბი-სი ნიუსს“. მაკმასტერი გუშინ ჩავიდა ავღანეთში, სადაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ორმხრივი ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების განსახილველად შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის და მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ეროვნული უშიშროების საკითხებში ტრამპის მრჩევლის თქმით, ასადისადმი რუსეთის მხარდჭერამ გაახანგრძლივა ექვსი წლის წინ დაწყებული სირიის სამოქალაქო ომი, რის შედეგადაც წარმოქმნილმა კრიზისმა დააზარალა არა მხოლოდ ერაყი, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნები და ევროპა. მაკმასტერის კომენტარები გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა სირიის შაირათის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. ეს იყო რეაქცია, როგორც დასავლეთის მთავრობები აცხადებენ, მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 70 ადამიანი.

XS
SM
MD
LG