Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლინა ღვინიანიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ლინა ღვინიანიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:21 0:00

18 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლინა ღვინიანიძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტზე, რომლის მიზანია სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის დამკვიდრებისთვის კონსტიტუციაში გარანტიების გათვალისწინება. EMC-მ სოციალური უფლებების მკვლევრებთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად მოამზადა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინა ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციაში სოციალური უფლებების სათანადოდ გაწერას. "დილის საუბრებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლინა ღვინიანიძემ, რომელიც პროექტის თანაავტორია, ილაპარაკა ძირითად პოზიციებზე, რომელთა კონსტიტუციაში ჩაწერასაც საჭიროდ თვლის. ლინა ღვინიანიძის თქმით, თავის დროზე მცდარად მოხდა სოციალური უფლებების გამოყოფა ადამიანის უფლებების ჯგუფიდან, რაც შემდგომმა პრაქტიკამაც აჩვენა. ლინა ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ სოციალური უფლებების კონსტიტუციაში გაწერას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და ერთ-ერთი მთავრობის ეკონომიკური გუნდია. სტუმრის განმარტებით, სოციალური უფლებების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერები არ ნიშნავს სახელმწიფოს მყისიერ პასუხისმგებლობას შედეგზე და არამედ სახელმწიფო პასუხისმგებელი ხდება უზრუნველყოს პროგრესული ცვლილებები სოციალური უფლებების განხორციელებაში. ლინა ღვინიანიძემ ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულ ძირითად საკითხებზე: სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ახლებურად განმარტებაზე კონსტიტუციაში, აგრეთვე საცხოვრებლის უფლების, შრომის უფლებისა და განათლების უფლების სათანადო კონსტიტუციური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ.

XS
SM
MD
LG