Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ორი კი მძიმედ დაშავდა


საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, პირი, რომელმაც პარიზში, ელისეს მინდვრებზე პოლიციელებს ესროლა, ლიკვიდირებულია. 20 აპრილს, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ორი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარის გამო პარიზში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, პოლიცია დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად პატრულირებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი Le Figaro, რომელიც თავის მხრივ ეტყობა ექსტრემისტული დაჯგუფების ინტერნეტ-რესურსს. მანამდე პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ტერირისტული აქტი იყო. საფრანგეთში ჯერ კიდევ მოქმედებს საგანგებო ვითარება მას შემდეგ, რაც 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. 23 აპრილს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება.

XS
SM
MD
LG