Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იწყებს ოფიციალურ ვიზიტს გერმანიაში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე იწყებს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 26 აპრილს, საქართველოს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, მიხეილ ჯანელიძე და ზიგმარ გაბრიელი საზეიმოდ გახსნიან საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს. ცერემონია გაიმართება ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წვეულებათა დარბაზში. ცერემონია მოიცავს კონცერტს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით და ექსპოზიციას, „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები.“ საზეიმო გახსნა დასრულდება დისკუსიით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი, ტობიას ვოსი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და გერმანიის ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი, ლევან კობიაშვილი. ბერლინში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზიგმარ გაბრიელს, ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კრისტოფ ჰოისგენს და გერმანიის პარლამენტის წევრებს.

XS
SM
MD
LG