Accessibility links

გალში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე დასვამს, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილის, არჩილ და პაატა როგავების გათავისუფლებაა. კახაბერ ქემოკლიძეს ენგურის ხიდთან გაესაუბრნენ როგავების ოჯახის წევრები. მათი განცხადებით, თუ თბილისის დელეგაცია გალიდან არასაიმედო ინფორმაციით დაბრუნდება, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში მცხოვრები არჩილ და პაატა როგავები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 აპრილს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG