Accessibility links

ევროკავშირი იწყებს სამართლებრივ ქმედებას უნგრეთის წინააღმდეგ


ევროკომისია იწყებს სამართლებრივ ქმედებას უნგრეთის წინააღმდეგ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის გამო. ამ კანონს უკავშირდება ბუდაპეშტში დაფუძნებული პრესტიჟული სასწავლებლის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვის საფრთხე. ევროკომისიის განცხადებით, მიმდინარე თვეში უნგრეთში მიღებული კანონი „არ შეესაბამება შიდა ბაზრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ისევე როგორც აკადემიური თავისუფლების უფლებას“. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს დააარსა ამერიკელმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა, წარმოშობით უნგრელმა ჯორჯ სოროსმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მას დიდი ხანია აკრიტიკებს უნგრეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში და მიღებული აქვს ზომები სოროსთან დაკავშირებული ორგანიზაციების შესაზღუდად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG