Accessibility links

რომის პაპი აცხადებს, რომ ძალადობას ყველა რელიგიური ლიდერი უნდა დაუპირისპირდეს


ყველა რელიგიური ლიდერი ერთიანი ფრონტით უნდა დაუპირისპირდეს რელიგიურ ექსტრემიზმს, რომელიც ძალადობასა და სიძულვილს ასაზრდოებს. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ პარასკევს განაცხადა ეგვიპტეში, სადაც ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. კაიროში, ისლამის საქმეთა უზენაეს საბჭოში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთის სახელი დაუშვებელია ყოველგვარი ძალადობა. აპრილის დასაწყისში ეგვიპტე, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტი ქრისტიანი კოპტია, მოიცვა თავდასხმების სერიამ ქრისტიანულ ტაძრებზე, რასაც 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლებამ ქვეყანაში 10 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG