Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში მეწყერმა 24 ადამიანი იმსხვერპლა


ყირგიზეთის სამხრეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ოშის რაიონის სოფელ აიუ მეწყერმა მიწის ქვეშ დამარხა, რასაც ცხრა ბავშვიც ემსხვერპლა. ათეულობით მაშველი მუშაობს ადგილზე გადარჩენილების მისაკვლევად. სამაშველო სამსახურების მინისტრმა, კურატბეკ ბოროვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყირგიზეთში ხუთი ათასი ადგილია მეწყერის ან წყალდიდობის საფრთხის ქვეშ. 2004 წელს აიუში მეწყერმა 33 ადამიანი მოკლა.

XS
SM
MD
LG