Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტმა სადღესასწაულო დოღი მოიგო


თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა შაბათს გაიმარჯა დოღში, რომელიც „თურქმენეთის ბედაურის დღეს მიეძღვნა“. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საუკეთესო მხედრები თურქმენეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და აშხაბადიდან. დოღის მანძილი კილომეტრი და ორასი მეტრი იყო, პრეზიდენტის ცხენმა ის ერთ წუთსა და 25 წამში დაფარა. დოღი გამაირთა პრეზიდენტის ახალთექური ცხენის კომპლექსის იპოდრომზე. ბერდიმუხამედოვმა ცხენის თურქმენული ჯიშის დღედ აპრილის ბოლო შაბათი დააწესა.

XS
SM
MD
LG