Accessibility links

ტრამპი მზადაა შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „ხელსაყრელ ვითარებაში“


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა „ხელსაყრელ ვითარებაში“ შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს. ამის შესახებ ტრამპა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ მისთვის ეს „პატივი იქნებოდა“. ამ კომენტარის ფონია, მაღალი დონის დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეის მიერ შემუშავებული ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდისათვის. მანამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განიხილავს ყველა ვარიანტს, როდესაც საქმე ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებს შეეხება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG