Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ვერ ხედავს მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის საჭიროებას


საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ვერ ხედავს მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის საჭიროებას. "მე ზუსტად ვერ გავიგე, რა ინსტიტუტზეა საუბარი, რადგან სახალხო დამცველი ისედაც უფლებამოსილია, მოახდინოს კონკრეტული ფაქტების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადოს, მათ შორის, მედიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განუცხადა დღეს, 2 მაისს ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში მყოფ ეუთოს ექსპერტებსაც, რომლებსაც 1 მაისს შეხვდა, არ ჰქონდათ კონკრეტული წარმოდგენა, რას ითხოვენ მათგან. „ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია მათი ექსპერტიზის და რეკომენდაციების გამოყენება და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა იმისთვის, რომ მედიის კუთხით მდგომარეობა შეიცვალოს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

XS
SM
MD
LG