Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ავღანეთში ჯარების რაოდენობის გაზრდას აპირებს


ნატოს გენერალური მდინვის, იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთის სამხედრო ალიანსი ახლოსაა გადაწყვეტილების მიღებასთან, მეტი ჯარი გააგზავნოს ავღანეთში, რათა წინ აღუდგეს მეამბოხეებს. სტოლტენბერგის გამოსვლა მოჰყვა აშშ-ის სამეთვალყურეო ჯგუფის ცნობას, რომ ავღანეთის არმია ვერ აუდის თალიბანის მზარდ იერიშებს და დიდი დანაკარგები აქვს. სტოლტენბერგს არ დაუსახელებია სამხედროთა რაოდენობა,რომლითაც გაიზრდება მისი ჯარი ავღანეთში, - ამჟამად 13 ათასი ჯარისკაცი. გენერალური მდივნის თქმით, გადაწყვეტილების მიღებას ჯარის რაოდენობის ზრდაზე და იმაზე, ხომ არ გაუხანგრძლივონ სამხედროებს ავღანეთში სამსახურის ვადა, ივნისში გეგმავენ.

XS
SM
MD
LG