Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მაკრონი 18%-ით უსწრებს ლე პენს


საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგებით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დამაჯერებლად ლიდერობს ცენტრისტი ემანუელ მაკრონი. გამოკითხულების 59% აპირებს, მას მისცეს ხმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 მაისს გაიმართება. მაკრონის მეტოქეს, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს გამოკითხულების 41% ემხრობა. გაირკვა ასევე, რომ პრეზიდენტობის ულტრამემარცხენე კანდიდატის, არჩევნების პირველივე ტურში დამარცხებული ჟან-ლუკ მელანშონის მომხრეებიდან, ორი მესამედი საერთოდ არ აპირებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას, ერთი მესამედი კი ხმას მისცემს ემანუელ მაკრონს.

XS
SM
MD
LG