Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომისია იმსჯელებს, რა ფორმა ექნება პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას კონსტიტუციის პროექტის განხილვაში


დღეს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მიზნით შექმნილი საორგანიზაციო კომისია იმსჯელებს, რა ფორმა ექნება პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საპარლამენტო ფრაქციის, ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, დღესვე, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფარგლებში, პრეზიდენტს შესთავაზებენ ჩართულობის ოპტიმალურ ფორმას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ კვირაში განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში და პარლამენტისგან ელოდება კონკრეტულ შეთავაზებას.

XS
SM
MD
LG