Accessibility links

ჩრდილოეთ კორეაში დააპატიმრეს კიდევ ერთი ამერიკელი მოქალაქე


ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აცხადებს, რომ 6 მაისს დააპატიმრეს აშშ-ის კიდევ ერთი მოქალქე, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფოს წინნაღმდეგ მიმართულ მოქმედებაში. მისი გვარია კიმ ჰაკ სონგი, რომელიც მუშაობდა ფხენიანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. „შესაბამისი უწყება ატარებს დეტალურ გამოძიებას მისი დანაშულის დასადგენად“, - იუწყება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. ჩრდილოეთ კორეაში ტყვეობაში ამჟამად იმყოფება აშშ-ის სამი მოქალაქე, მათ შორის კიმ სანგ დოკი, რომელიც აპრილის ბოლოს მტრული საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ასეთი დევნის ფონია დაძაბულობა ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის, რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG