Accessibility links

დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს სირიაზე და სხვა თემებზე სასაუბროდ. წელს იანვარში პრეზიდენტად ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ეს იქნება მისი პირისპირ შეხვედრა ყველაზე მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირთან. მანამდე დაგეგმილია ლავროვის შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში, ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილზე, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის შეერთებული შტატების რესპუბლიკული პარტიის ტრადიციულ პოზიციებს იზიარებს, მაგალითად, მხარს უჭერს ნატოს ძალისხმევას ევროპაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG