Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქნახშირი“ აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან


ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო განცხადება გაავრცელა მაღაროს მფლობელმა კომპანია „საქნახშირმა.“ მისი მტკიცებით, მიუხედავად კომპანიის ძალისხმევისა, ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ტრაგედიის თავიდან აცილება. კომპანია აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, მანამდე კი არ უნდა მოხდეს თემით სპეკულირება. „საქნახშირი“ აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. „კიდევ ერთხელ გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო. კომპანია გვერდით უდგას დაღუპული მეშახტეების ოჯახებს და მათ ახლობლებს“ - ნათქვამია „საქნახშირის“ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG