Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა ტილერსონისა და ლავროვის შეხვედრა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს სირიაზე, უკრაინაზე და ორმხრივ ურთიერთობაში უთანხმოების გამომწვევ სხვა საკითხებზე სასაუბროდ. მოგვიანებით ლავროვს თეთრ სახლში მიიღებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. წელს იანვარში პრეზიდენტად ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ეს იქნება მისი პირისპირ შეხვედრა ყველაზე მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირთან. ტილერსონის თქმით, ლავროვთან მისი დღევანდელი საუბარი იყო შანსი მხარეებისათვის, გააგრძელონ დიალოგი გასულ თვეში მოსკოვში ტილერსონის ვიზიტის შემდეგ.

XS
SM
MD
LG