Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი „პოკემონ გოუ" სასამართლომ დამნაშავედ სცნო


რუსეთის სასამართლომ სიძულვილის გაღვივებაში დამნაშავედ სცნო და პირობითი სასჯელი, სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუს ბლოგერ, 22 წლის რუსლან სოკოლოვსკის, რომელმაც ეკლესიაში პოპულარული "პოკემონ გოუ" ითამაშა. სოკოლოვსკი სექტემბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო როგორ თამაშობდა ეკლესიაში იმ დროისთვის, გლობალურად პოპულარულ სატელეფონო თამაშს. ქალაქ ეკატერინბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის ციხეში პატიმრობას, რასაც პროკურატურა ითხოვდა რუსლან სოკოლოვსკისათვის, რომელიც მთელი გამოძიების მანძილზე უარყოფს წაყენებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ იგი არ არის ექსტრემისტი და "მის საქციელს არაფერი საერთო არ აქვს ძალადობასთან".

XS
SM
MD
LG