Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა უკრაინის „რუსეთის იმპერიასთან“ გაყრას ნიშნავს


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია „რუსეთის იმპერიისგან მისი ქვეყნის გაყრას“ ნიშნავს. პოროშენკომ 11 მაისს განაცხადა ამის შესახებ მას მერე, რაც შეთანხმებამ, რომელიც უკრაინელებს ევროკავშირის შენგენის ზონაში ვიზის გარეშე გადაადგილების საშუალებას მისცემს, ბრიუსელში ბოლო ზღუდე გადალახა. „დღეს უკრაინამ დაასრულა თავისი გაყრა რუსეთის იმპერიისგან“, განუცხადა პოროშენკომ ტელეარხ „ერთ პლუს ერთს“, რომელმაც საუბარი უებ საიტზე გამოაქვეყნა. „სწორედ ასე უნდა შევხედოთ ამას ფილოსოფიური თვალსაზრისით, თქვა პოროშენკომ, „ეს არის თითქმის სამას წლიანი ისტორიიდან გასვლა, და დღეს უკრაინა შინ ბრუნდება“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროპის კავშირის საბჭოს და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები სავიზო რეჟიმის დიდი ხანის ნანატრ ლიბერალიზაციას დაამტკიცებენ 17 მაისს. უკრაინისთვის ახალი რეჟიმის ძალაში შევა 11 ივნისს. უკრაინის დიდი ნაწილი მე-17 საუკუნის დასაწყისიდან შედიოდა რუსეთის იმპერიაში. 1922 წლიდან ის საბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენდა და 1991 წელს კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა მოიპოვა.

XS
SM
MD
LG