Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოს სასამართლომ დაბლოკა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის საიტი


აზერბაიჯანში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, დაიბლოკოს რამდენიმე დამოუკიდებელი საინტერნეტო საიტი, მათ შორის, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურისა. ბაქოს საბაილის სარაიონო სასამართლომ დააკმაყოფილა ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს განაცხადი, შეჩერდეს ამ საიტებზე წვდომა. გადაწყვეტილება რადიო თავისუფლების გარდა ეხება ოპოზიციურ გაზეთ აზადლიყს, „მეიდან ტი-ვის“ და ორ საინტერნეტო ტელესადგურს. სამინისტრომ ამ საიტებზე წვდომა უკვე მარტში შეზღუდა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. გენერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს საიტები საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანის ეროვნულ უსაფრთხოებას. საიტების დაბლოკვის გადაწყვეტილება მოჰყვა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის მიერ საგამოძიებო რეპორტაჟის გამოქვეყნებას, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახისა და ახლობლების წრის ეკონომიკურ საქმიანობას. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა გამოძიება ჩაატარა სარაევოში დაფუძნებული ორგანიზაცია "დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტთან" ერთად. სამინისტროს ქმედებას რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ტომას კენტმა უწოდა "უტიფარი ცენზურის დაწესების მცდელობა, რაც მიმართულია დამოუკიდებელი პრესის დაშინებისკენ და რაც სხვა არაფერია, თუ არა უმთავრესი უფლებებისა და საერთაშორისო კონვენციების უპატივცემულობა".

XS
SM
MD
LG