Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აცხადებს, რომ პოროშენკო აპირებს ჩამოართვას უკრაინის მოქალაქეობა


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი აპირებს ჩამოართვას მას უკრაინის მოქალაქეობა, რაც არაკონსტიტუციურია. „სრულიად დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პრეზიდენტმა პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ იქნას ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია „ზიკ“-ის გადაცემა „სხვა უკრაინაში“, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავადვე უძღვება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ბრალდებული, პეტრო პოროშენკომ 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქის წოდება მიანიჭა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და მალევე შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი ძალების რუხი“(გაერთიანება)“. სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო აპირებს ჩავიდეს საქართველოში, რათა იქ მოიპოვოს ასეთი ყალბი დოკუმენტი.

XS
SM
MD
LG