Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომძიებლებმა განაახლეს ლაშა თორდიას დაკითხვა


პროკურატურის გამომძიებლებმა განაახლეს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას დაკითხვა. გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია თავდასხმაში ადანაშაულებს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. 13 მაისს, თორდიამ განაცხადა, რომ თბილისის კლუბში, „ელ ცენტრო“-ში შეხვდა ფარცხალაძეს, რომელმაც აგრესია გამოხატა და თანხმლებ პირებთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გენერალური აუდიტორის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის გაღიზიანება გამოწვეულია აუდიტის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალით, რომელიც შეეხება ოთარ ფარცხალაძისა და თბილისის მერიის კორუფციულ გარიგებას და ვერეს ხეობაში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემას. ლაშა თორდია, რომელსაც ექიმების დიაგნოზით, ტვინის შერყევა აქვს, კლინიკიდან 15 მაისს გაწერეს. იმავე დღეს გენერალურმა აუდიტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებისადმი მისი ნდობა მინიმალურია, რადგან აქვს ეჭვი, რომ მთავარი პროკურატურა და ოთარ ფარცხალაძე შეთანხმებულად მოქმედებენ.

XS
SM
MD
LG