Accessibility links

ავღანეთის მთავრობამ აღადგინა კონტროლი ქალაქ ყუნდუზის მახლობლად მდებარე ოლქზე


ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთში კონტროლი აღადგინეს ქალაქ ყუნდუზის მახლობლად მდებარე ყალა-ი-ზალის ოლქზე, რომელიც თალიბებს ჰქონდათ დაკავებული. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს 16 მაისს დილას, რის შედეგადაც კონტროლი დააწესეს რაიონის გუბერნატორის შენობაზე, პოლიციის განყოფილებებსა და სხვა ადგილებზე. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებისას დაიღუპა ერთი ჯარისკაცი, თუმცა არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის თაობაზე უსაფრთხოების ძალებს შორის. 6 მაისს თალიბმა მებრძოლებმა ყოველწლიური საგაზაფხულო იერიშის შედეგად დაიკავეს ქალაქ ყუნდუზის დასავლეთით მდებარე ყალა-ი-ზალის რაიონი. ეს ქალაქს მთავრობა აკონტროლებს, თუმცა გარშემო ტერიტორიის დიდი ნაწილი თალიბების ხელშია. გასული 18 თვის განმავლობაში, თალიბმა მებრძოლებმა ორჯერ მოახერხეს ქალაქის ცენტრის მოკლე ვადით ხელში ჩაგდება.

XS
SM
MD
LG