Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა დიპლომი გადასცა ქართველ კადეტს, ელდარ საგანელიძეს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 მაისს სანაპირო დაცვის აკადემიის დიპლომი გადასცა ქართველ კადეტს. ელდარ საგანელიძემ აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში მდებარე სანაპირო დაცვის აკადემიის 200-კვირიანი კურსი წარმატებით დაასრულა. "თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება - ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი,“ - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს. რიგითი ელდარ საგანელიძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელად 2013 წლიდან ირიცხება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეციალიზაციით იმსახურებს.

XS
SM
MD
LG