Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთში შეწყდა გაუპატიურების საქმეზე გამოძიება ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის გარშემო


შვედეთის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ შეწყდა გაუპატიურების საქმეზე გამოძიება ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის გარშემო. შვედეთის პროკურატურის განცხადებით, პროკურორმა მარიანა ნიუმ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა წინასწარი გამოძიება. 19 მაისი იყო ბოლო ვადა, როცა შვედეთის პროკურატურას ან უნდა მოეხსნა, ან განეახლებინა ასანჟის დაპატიმრების ორდერი. 45 წლის ასანჟი 2012 წლის შემდეგ ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს, რათა შვედეთში ექსტრადიციისთვის თავი აერიდებინა. შვედეთის გადაწყვეტილების შემდეგ ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ ეკვადორის საელჩოს დატოვების შემთხვევაში ასანჟს მაინც დააპატიმრებენ, რადგან გირაოთი გათავისუფლების პერიოდში ის არ წარსდგა სასამართლოს წინაშე. ვიკილიქსის დამფუძნებელი, რომელიც უარყოფს გაუპატიურების ბრალდებას, გამოთქვამს შიშს, რომ შვედეთმა ის შესაძლოა აშშ-ის გადასცეს - სადაც ის შესაძლოა გაასამართლონ აშშ-ის ასი ათასობით საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტის გასაჯაროების გამო.

XS
SM
MD
LG